ზონალური საბჭოს შეკრება

20 სექტემბერი 2017, 00:00 2024 ნახვა

ხმაური იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოს სხდომაზე. საზოგადოება “ბათომი”-ს წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში საბჭოს სხდომაზე განსახილველად გატანილი რამდენიმე სამშენებლო განაცხადი გააპროტესტეს. მათ შორის ფარნავაზ მეფის 60-62 ა-ში, ასევე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და ე.წ. სოკოს სახლის – ცვილის ფიგურების მუზეუმის გვერდით დაგეგმილი სამშენებლო პროექტი.

მათი თქმით, საბჭო გადაწყვეტილებას არა დებულების და კანონის შესაბამისად, არამედ სუბიექტური შეფასების საფუძველზე იღებს, რაც მათთვის მიუღებელია. ზონალური საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით არსებული რეგულაციების მიხედვით სამშენებლო განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება ძირითადად სწორედ შეფასებით ნაწილზეა დამოკიდებული. ლაშა ასლანიშვილის თქმით, აუცილებელია ქალაქს ჰქონდეს განვითარების გენერალური ან კვარტალური განაშენიანების გეგმა. ზონალურ საბჭოს სხდომაზე დღეს 20 საკითხი განიხილეს, საბჭოს წევრების პოზიცია და გადაწყვეტილება მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში