ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად პრინციპებზე საკუთარი ხედვა გააცნო.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლები ესწრებოდნენ. ასევე ისაუბრეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე.