სპორტი მთავარში

14 სექტემბერი 2017, 00:00 2305 ნახვა

• საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  ისტორიული გადაწყვეტილება: 2024 წლის.ოლიმპიურ თამაშებს პარიზი უმასპინძლებს, 2028 წლის კი ლოს-ანჯელესი. ასეთი გადაწყვეტილება გუშინ სოკის 131 -ე სესიაზე, პერუს დედაქალაქ ლიმაში იქნა მიღებული. „ვულოცავ პარიზ-2024-ს და ლოს-ანჯელეს-2028-ს. ეს არის ისტორიული ორმაგი არჩევანი, ეს არის წაუგებელი სიტუაცია ქალაქ პარიზისთვის, ქალაქ ლოს-ანჯელესისთვის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის,- განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა. პარიზისა და ლოს-ანჯელესის მერებმა - ანე იდალგომ და ერიკ გარსეტიმ სოკ-ის წევრებს მხარდაჭერისათვის და ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს. საგულისხმოა რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრადიციული კენჭისყრის ნაცვლად, ამჯერად, მასპინძელ ქალაქებთან სამმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. პარიზიც და ლოს ანჯელესიც უკვე მესამედ გახდებიან ოლიმპიადის მასპინძლები. უახლოესი, 2020 წლის ოლიმპიადა კი,  როგორც იცით ტოკიოში გაიმართება. 

• დღეს ფიფამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო. რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ბილეთები სამ ეტაპად გაიყიდება. პირველ ეტაპზე ბილეთის შეძენის მსურველებს შეეძლებათ 12 ოქტომბრამდე განაცხადი გააკეთონ ბილეთის შეძენაზე და იმ შემთხვევაში თუ მსურველთა რაოდენობა არსებული ადგილების რაოდენობას გადააჭარბებს ბილეთების მფლობელები კენჭისყრის პრინციპით გამოვლინდებიან. აქვე 16 დან 28 ნოემბრამდე ბილეთების შეძენა სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპი 1 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წისყრის შემდეგ დაიწყება და აქაც შემთხვევითი წესით გახდება ცნობილი ბილეთების მფლობელთა ვინაობა. მესამე ეტაპზე კი რომელიც 18 აპრილს არის დაანონსებული ბილეთების გაყიდვა უკვე სალაროებში მოხდება. 

• გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. მადრიდის რეალმა, სანტიაგო ბერნაბეუზე აპოელს უმასპინძლა და 3:0 მოუგო. ტოტენჰემმა კი დორტმუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:1. დაძაბული გამოდგა ლივერპულსა და სევილიას შორის დაპირისპირება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრედ 2:2 დასრულდა, ფრედ 1:1 დასრულდა სლოვენიური მარიბორისა და მოსკოვის სპარტაკის შეხვედრაც.პორტომ  საკუთარ მოედანზე ფენერბახჩესთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 1:3. ლაიფციგი - მონაკო 1-1, ფეინოორდი - მანჩესტერ სიტი 0:4 შახტარი - ნაპოლი 2-1. ჯგუფური ეტაპის მეორე ტური 26-27 სექტემბერს გაიმართება. ამ წუთებში კი უეფას ევროპა ლიგის მატჩები მიმდინარეობს.

• გუშინ სრულად დაკომფლექტდა ევრობასკეტის ნახევარფინალისტების ბადე. სერბეთმა იტალიის ნაკრები ანგარიშით 83-67 დაამარცხა. ბალკანელთაგან საუკეთესო პარკეტზე ბოგდან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 22 ქულას, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სერბეთის ნაკრები ხვალ ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება. დღეს კი  პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. თბილისის დროით 22:30 საათზე ერთმანეთს ესპანეთისა და სლოვენიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.   

• ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს კიდევ ერთი კალათბურთელი ტოვებს, ვიქტორ სანიკიძემ ეს გადაწყვეტილება გუშინ ფეისბუკის საშუალებით ამცნო გულშემატკივრებს: ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე... დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის, მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს! ამ სიტყვებით დაემშვიდობა 31 წლის სპორტსმენი ეროვნულ ნაკრებს.შეგახსენებთ რომ ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრებს წლევანდელ ევრობასკეტზე.მუხლის ტრამვის გამო ვერ დაეხმარა.  სავარაუდოდ ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის მსგავსად ეროვნულ ნაკრებს ახლო მომავალში გიორგი ცინცაძეც დატოვებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი