მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. ქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების ნუსხა ივნისში დამტკიცდა. განსაზღვრულია ის მისამართებიც, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.