კვების ახალი რაციონი სკოლის ბუფეტებში

12 სექტემბერი 2017, 00:00 4340 ნახვა

3 დღეში სკოლებში სწავლა იწყება. წელს პირველად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ბუფეტებში გასაყიდი პროდუქტების ჩამონათვალი განსაზღვრულია. აკრძალულია არაჯანსაღი საკვების გაყიდვა, მაგალითად გაზიანი სასმელების, ჩიფსების, ტკბილეულის და მაიონეზით შეზავებული პროდუქტების.

ჩამონათვალში არ შედის სხვადასხვა ცხიმზე დამზადებული ცომეული. ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლის ადმინისტრაციებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეიჯარეს ხელშეკრულება გაუუქმდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი