11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას უფლებებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო სხდომაზე მისი ადვოკატები არ გამოცხადდებიან. სახაზინო ადვოკატის დანიშნვის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის მიმართვის საფუძველზე მიიღო, რასაც ჩხვირკია აპროტესტებს.
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. მოსამართლე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების სარეზულაციო ნაწილს ხვალ გამოაცხადებს. ბათუმის აქციის ორგანიზებაში ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად მერაბ ღოღობერიძეა ბრალდებული. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.