სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარია

11 სექტემბერი 2017, 00:00 4063 ნახვა

შუახევში,შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია -  ამის შესახებ ინფორმაციას, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის კერისკენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან, მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც. თუ რამდენად მასშტაბურია ხანძარი ჯერჯერობით უცნობია.
ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია.მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ.  რა მასშტაბზეა ხანძარი? ამ ეტაპზე უწყებაში დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. 

ამავე კატეგორიაში