სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ისევ ვერ ხერხდება. მე-9 დღეა ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში 500-მდე მეხანძრე- მაშველი და განსკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან ჩართული. როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობის.
თუმცა, პრობლემას რთული რელიეფი და მეტეოროლოგიური პირობები ქმნის, რის გამოც ხანძრის დროული სალიკვიდაციო სამუშაოები ფერხდება.