ბათუმში ,,ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები” იხსნება. დღევანდელი გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, კანადელი ფოტოგრაფის, ნატალია დაოსტის ნამუშევრებით გაიხსნება. ,,დღეს და ხვალ’’ – ეს არის საერთაშორისო ფესტივალის 2017 წლის თემა. ფესტივალი 4 დღეს გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა 7 გამოფენა. დაგეგმილია ღამის 3 ფოტო ჩვენება და მუსიკალური პერფონმანსები.
წლევანდელ ფესტივალში 8 ქვეყნის ხელოვანი მონაწილეობს. წელს პირველად მოეწყობა გამოფენები სპეციალურ სტენდებზე ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე, ანბანის კოშკთან და თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე. საერთაშორისო ფესტივალი ,,ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები’’ ყოველწლიურად უკრაინასა და საქართველოში ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის განათლების სამინისტ