სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში

07 სექტემბერი 2017, 00:00 1877 ნახვა

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე ამ დროისთვის ერთი ქართული ვერტმფრენი მუშაობს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უმოკლეს დროში ირანული ვერტმფრენიც ჩაერთვება.

ასევე, ცეცხლის ჩაქრობისთვის ადგილზე ათობით მაშველი იმყოფება. ართანას მთაზე ხანძრის ლოკალიზება გუშინ მოხერხდა. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში