არაადაპტირებული საარჩევნო გარემო, სახელმწიფოს ნების არარსებობა და ინკლუზიური განვითარების ჩავარდნილი რეფორმა – ასე აფასებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
საუბარი არ არის მხოლოდ შენობა-ნაგებობების პანდუსებით აღჭურვაზე, უსინათლოებისთვის სპეციალურ შრიფტზე, პრობლემაზე, რომლებიც გასული წლის არჩევნების დროსაც დაფიქსირდა, საუბარია ინტელექტუალური, მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პირებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ისევე აქვთ არჩევანის გაკეთების უფლება, როგორც ყველა სხვა საქართველოს მოქალაქეს. როგორი უნდა მოემზადონ საარჩევნო ადმინისტრაციები სრული ადაპტაციისთვის და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მოქალაქეების თანაბარი უფლებებისთვის?