„ცეცხლის გავრცელების საფრთხე ხულოში, ხანძრის არც ერთ ლოკაციაზე არ არსებობს“ - გიორგი მღებრიშვილი   

06 სექტემბერი 2017, 00:00 2202 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ლოკალიზება მალე მოხდეს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე, ხანძრის არც ერთ ლოკაციაზე არ არსებობს. რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთშიც. თელავში ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი ადგილზე რჩება.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამუშაოებს ქარი ართულებს.  "ვერტმფრენები ადგილზე რჩებიან და მუშაობენ ინტენსიურად. თუ რამდენ ხანს დაგვჭირდება მათი გამოყენება, ამას უკვე უახლოესი დღეები გვაჩვენებს და ასევე თუ როგორი იქნება კლიმატური პირობები. მთავარია, ამინდმა შეგვიწყოს ხელი - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება თუშეთს, მინისტრის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი