შავნაბადის მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. შემთხვევის ადგილამდე მისვლას ჯერ - ჯერობით მეხანძრე -მაშელები რთული რელიეფის გამო ვერ ახერხებენ. სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევში თუ ცეცხლის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება, შესაძლოა საფრთხე რამდენიმე კილომეტრში მდებარე იალაღებსაც დაემუქროს.
დღეს დილიდან შავნაბადის მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი მონაწილეობს. ადგილზე მეორე თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან. სტიქიის ზონაში შსს-ს 400 თანამშრომელი, მეტყევეები, მოხალისეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 350 თანამშრომელი იმყოფება.