ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მასპინძელი ისრაელი ანგარიშით 104-ით 91 დაამარცხა. 19 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა, ზაზა ფაჩულიამ კი 11 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პლეიოფში მოხვდება.