''ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ყველა რელიგია თავისუფალია'' - მეუფე დიმიტრი

05 სექტემბერი 2017, 00:00 2913 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპილიტმა  დღევანდელ პრესკონფერენციაზე აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. კითხვაზე: უნდა აშენდეს თუ არა ქალაქში კიდევ ერთი სამლოცველო? მეუფე დიმიტრიმ ასე უპასუხა: "-  ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ყველა რელიგია თავისუფალია. მისასალმებელია, როცა ადამიანები ამ ნიშნით არ იდევნებიან. ხშირად ვისმენთ მათი მხრიდან, რომ ქრისტიანები პრივილეგირებულნი არიან, ბევრ ეკლესიებს აშენებენ და ა. შ. მინდა გითხრათ, რომ  აჭარაში მხოლოდ 250 ტაძარია“.

მეუფე დიმიტრის თქმით, მეზობელ ქვეყანაში ქრისტიანებთან დამოკიდებულების კუთხით ამ დრომდე ბევრი პრობლემა არსებობს.  „როდესაც გადადიხარ თურქეთში და იქ უმოწყალოდ გდევნიან, ლამის ანაფორას ტანზე გახევენ, გიკრძალავენ ეკლესიაში სანთლის დანთებას. ეს ქვეყანა, რომ  რელიგიური უფლებები დარღვევაზე მიგანიშნებს ცოტა ძნელია” -  ამბობს მიტროპოლიტი.

მეუფე დიმიტრიმ დღეს პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ვიზიტს უკავშირდებოდა.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრის დროს ვკითხე მას,  რატომ არ ჰქონდათ რეაქცია, როდესაც თურქეთის პირველი პირი საქართველოსთან მიმართებაში რასისტულ განცხადებებს აკეთებდა. მესმის, რომ მეგობრული ქვეყანაა, ამას გარკვეულწილად გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ მეგობრობა მე  ორმხრივი ვიცი” - აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში