საპორტო ქალაქები როგორც საგანგებო ქალაქები და საკონტაქტო ზონები - ილიას უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის შესწავლის ცენტრის ინიციატივით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მასში შავი ზღვის აუზის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლები და მკვლევარები მონაწილეობენ.
შეხვედრის მიზანია მხარეებმა შეისწავლონ მე-19 საუკუნის საპორტო ქალაქების სპეციფიკა, მისი ინდუსტრიალიზაციის ასპექტები, სოციალური, ეკონომიკური და მულტიკულტურული მიმართულებები.