ხულოში გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით 3 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა

04 სექტემბერი 2017, 00:00 1913 ნახვა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხულოში გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით 3 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

კახა შაშიკაძის თქმით,  რთული რელიეფის გამო ტექნიკა ადგილამდე ვერ მიდის. რაც შეეხება მეხანძრეებს და ცოცხალი ძალას, სრული მობილიზაციაა, თუმცა შაშიკაძის თქმით, რთული რელიეფის გამო ადგილამდე ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. რაც შეეხება დივერსიის ვერსიას, მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ამას გამოძიება დაადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი