ჩაშლილი დიალოგი

01 სექტემბერი 2017, 00:00 2842 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა დასრულებულია – მოლაპარაკებები ჩაშლილი. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს. აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებას ატყუებს. ბრალდებები ისმის უმრავლესობის წევრების მხრიდანაც.

ამბობენ, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო. უმრავლესობის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. კვალიფიციურმა ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ვენეციის კომისიას წერილობით მიმართეს და შეხვედრაში მონაწილეობაზე კვლავ მზადყოფნა გამოთქვამს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი