დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ბათუმის აქციისას, მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იმ ერთადერთი პირის საქმის განხილვა გაიმართა, რომელიც ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
საუბარია ლაშა დეკანაძეზე. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ მართალია ღამის გარკვეულ მონაკვეთში მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქციაზე მივიდა, თუმცა მას აქციაში და პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.