ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე ქვეყანა ჩაერთვება 

30 აგვისტო 2017, 00:00 1897 ნახვა

საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება საქართველოს დასახმარებლად. ხანძრის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციისთვის უკვე მეორედ გამოგზავნა ავიაცია თურქეთმა. ვერტმფრენით ეხმარება ქვეყანას აზერბაიჯანი. დახმარებისთვის მზადაა ირანი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღის მეორე ნახევარში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი. გაუგზავნა თუ არა დახმარების თაობაზე ნოტა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ რუსეთს აბასთუმნის შემთხვევაში უცნობია, თუმცა ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენისას მსგავს ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი “ფორმალური პროცედურით” ხსნის. ამის გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი