213 კგ ნარკოტიკი ბათუმის პორტის საბაჟოზე აღმოაჩინეს

13 ივნისი 2016, 00:00 6626 ნახვა

356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს ბათუმის პორტში სატვირთო ავტომანქანის იატაკში მოწყობილ სპეციალურ სამალავში. რაც წინასწარი მონაცემებით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს შეიცავს, თითოული შეკვრის წონა დაახლოებით 600 გრამია. საერთო ჯამში ამოღებულია 213 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება. საბუთების მიხედვით, სატვირთო მანქანით ბრინჯი გადაჰქონდათ, მანქანა ირანიდან საქართველოს გავლით უკრაინაში მიდიოდა. საბოლოოდ კი ნიდერლანდებში უნდა ჩაეტანა. აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ტვირთი ბორანით უნდა გადაეზიდათ. დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი, ნიდერლანდების მოქალაქე. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში