ინფოტური ტურისტული სააგენტოებისთვის

12 ივნისი 2016, 00:00 3867 ნახვა

მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტური მოაწყო. მუზეუმის დამფუძნებელმა ქემალ თურმანიძემ სააგენტოების წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა და მუზეუმში წარმოდგენილი ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრისას ტურისტულ სააგენტოებსა და მუზეუმს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალებია 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში