ბათუმობისთვის მზადება დაიწყო

28 აგვისტო 2017, 00:00 3857 ნახვა

მზადება ბათუმობისთვის. ქალაქის დღესასწაულისთვის ქუჩების მორთვა უკვე დაიწყო. ღონსიძიებები ძირითადად ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაიმართება. ფერადი ქოლგების შემდეგ, წელს ტერიტორია სხვადასხვა ფერის გირლიანდებით საზეიმოდ მოირთვება. ბათუმობის ფარგლებში ჩატარდება კონცერტებიც, 2 დღის განმავლობაში დილის 12 საათიდან სპეციალური პროგრამით მუსიკოსები ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. გაიმართება თემატური გამოფენები. ბათუმობა  2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში