ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა

28 აგვისტო 2017, 00:00 4407 ნახვა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი 8 წლის ბავშვი დაშავდა.  მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. კლინიკის მორიგე პედიატრის ინფორმაციით, 8 წლის ბიჭს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა,  განსაკუთრებით სახისა და მუცლის არეში. 

მომხდარის გამო ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში  მოძრაობა შეფერხებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში