მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტო 2017, 00:00 1937 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი