28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ღამით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. ღამისთევით მსახურება შესრულდება ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშიც.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.