ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორჯომის ხეობაში დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობდა.
დაშავებულებს პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა მათ პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა. ქართული “მი-8” ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს ეკიპაჟის 3 წევრი და სასაზღვრო პოლიციის 1 თანამშრომელი დაშავდა.