ხანძრის ქრონიკა

27 აგვისტო 2017, 00:00 2400 ნახვა

ბორჯომის ხეობაში მომუშავე ვერტმფრენებმა 2100- ზე მეტი შემოფრენა გააკეთეს და 5 200-ტონაზე მეტი წყალი გამოიყენეს. ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინფორმაცია. ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საგანგებო შტაბი ადგილზე მუშაობას კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მცირე კერების ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, დაბა წაღვერთან გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი მთაზე ტყის მასივს ეკიდა საღამოს კი ქარისა და კლიმატური პირობების გამო ხანძარი გამძვინვარდა. ცეცხლი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დამწვარ ტერიტორიას წაეკიდა. ხანძრის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა, მათ შორის ვერტმფრენისაც.

21 აგვისტოს ცეცხლმა სოფელ დაბამდე მიაღწია, თუმცა მალევე მოხდა მისი ლოკალიზება, სპეციალური თხრილების მეშვეობით და ვერტმფრენების დახმარებით. აღსანიშნავია, რომ ამავე დღის დაახლოებით 6 საათიდან, ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენიც ჩაერთო, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით ჩამოფრინდა. 21 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან ქარის გაძლიერების შემდეგ ცეცხლის კერები აალდა. 22 აგვისტოს ღამეს ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა და სხვა მინისტრებთან ერთად საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა. 22 და 23 აგვისტოს ცეცხლი კიდევ უფრო გამძვინვარდა. საქართველომ დახმარების თხოვნით მიმართა მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირს. საერთო ჯამში ცეცხლს  6-ი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ებრძოდა. აქედან ორი ქართული, ორი თურქული ერთი აზერბაიჯანული, და ერთიც ბელარუსიდან გამოგზავნილი. სამაშველო სამსახურში ჩართული იყვნენ მეხაძნრე მაშველები და სატყეო სამსახურის წარმომადგენლებიც. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელებულა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალა იყო ჩართული. საერთო ჯამში დაიწვა 100 ჰექტრამდე ტყის მასივი. საქართველო უკვე დატოვა ორმა თურქულმა ვერტმფრენმა და თვითმფრინავმა. საქართველოდან ასევე წავიდნენ აზერბაიჯანული სადესანტო ვერტმფრენები

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი