''ეროვნული ფონდის'' სარჩელი

26 აგვისტო 2017, 00:00 2717 ნახვა

“ეროვნულმა ფონდმა” საჩივარი სავარაუდო დამნაშავე ჯგუფის წინააღმდეგ აჭარის პროკურატურაში შეიტანა. ფონდის იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით კლასიკური პოეზიის ჩაშლის მიზეზი სავარაუდოდ თაღლითობა გახდა. ონისე მარგიანის მტკიცებით აღნიშნულ თაღლითობაში  პირთა ჯგუფის ხელი ურევია. იგი განმარტავს, რომ ფესტივალი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ქალს უნდა დაეფინანსებინა. თუმცა ბოლო წუთამდე ღონისძების დაჯილდოებისთვის საჭირო თანხა არ გადმორიცხა.

ადვოკატის თქმით აღნიშნულ პიროვნებასთან ფონდს ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა და ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომელიც თბილისში მცხოვრები მოქალაქეების უშუალო ინიციატივით  შედგა. კლასიკური პოეზიის ფესტივალი რომელშიც 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა გამარჯვებულების  დაჯილდოება 14 აგვისტოს უნდა გამართულიყო თუმცა უცნობი მიზეზების გამო ჩაიშალა. ორგანიზაციის განცახდებით, გამოძიების დასრულებამდე, საზოგადოების კითხვებს ვერ უპასუხებენ.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი