ვინ შეუცვალა ბათუმში  ქუჩას სახელი საკრებულოს გვერდის ავლით?

25 აგვისტო 2017, 00:00 8015 ნახვა

სახელშეცვლილი ქუჩა და დაბნეულობა მერიასა და საკრებულოში. ნურეთინ ჩარმიქლის სახელობის ქუჩას ოფიციალურად სახელი გადარქმეული არ აქვს, თუმცა დღის პირველ ნახევარში აბრაზე “ქართველი ჯარისკაცი” ეწერა, დღის მეორე ნახევარში კი ქუჩას კვლავ ძველი სახელწოდება დაუბრუნდა.  სახელის შეცვლას პეტიციის გზით მოქალაქეები ითხოვდნენ, რაც საკრებულოს არ განუხილავს. სწორედ პეტიციის ინიციატორებს აბრალებენ საკრებულოს წევრები თვითნებურ ქმედებას, რასაც ისინი უარყოფენ.

ნურეთინ ჩარმიქლი, წარმოშობით ლაზი, თურქი ბიზნესმენია, მის სახელს უკავშირდება ბათუმში სასტუმრო “შერატონის” მშენებლობა. საკრებულომ ქუჩას მისი სახელი 2010 წელს მიანიჭა, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ვინ შეცვალა აბრა ჩუმად? ისე რომ, საკითხი თვითმმართველობას არ განუხილავს, მერია პასუხისმგებლობას იცილებს

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი