საარჩევნო პლაკატების გაკვრისა და საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების ადგილები განისაზღვრა ქედაში

25 აგვისტო 2017, 00:00 3224 ნახვა

საარჩევნო პლაკატების გაკვრისა და საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების ადგილები განისაზღვრა ქედაშიც. საკრებულოს სხდომაზე  დეპუტატებმა  ცხრა საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა იმ ოთხი ქუჩის განსაზღვრაზე იმსჯელეს, რომელიც მართვის სწავლებისთვის უნდა გამოიყოს.

“ნაციონალური მოძრაობა” ქუჩების დამატებას ითხოვს. დღესვე ცვლილება შევიდა პროგრამაში და  ტრადიციული დღესასწაულისთვის "შემოდგომა ქედაში" გამოყოფილ ბიუჯეტს 1562 ლარი დაემატა.  ღონისძიებისთვის სულ 9 ათას 984 ლარი დაიხარჯება. სხდომის მსვლელობისას დარბაზი  დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ვაჟა ბოლქვაძემ, მიზეზად შენიშვნების გაუთვალისწინებლობა დაასახელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი