ხანძარი იყო ლაგოდეხშიც.  ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ბუჩქნარს გაუჩნდა. ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა და სამი ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა. დაიწვა 5 ჰექტარი ტერიტორია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გავრცელებული ცნობით,  სავარაუდოდ დაუდევრობა გახდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            