ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა

24 აგვისტო 2017, 00:00 17480 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში მოხდა. ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 მგავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებული მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ საჭეს მართავდა ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული და როგორც მედიკოსები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი