ტრაგიკული შემთხვევა ლანჩხუთში. ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი მათგანი კი დაშავდა. გარდაცვლილები ბათუმის მკვიდრები არიან. შემთხვევა სოფელ ჩიბათში მოხდა.
ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს