პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზების საჭიროება არ არის. ამის შესახებ პრემიერმა წაღვერში, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
შტაბის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებებისაგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რა ქმედებები განხორციელდა ხანძრის საწინააღმდეგოდ. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებების გეგმა დაისახა.