მზის სრული დაბნელება 22:22 მოხდება

21 აგვისტო 2017, 00:00 3913 ნახვა

დღეს დედამიწაზე თბილისის დროით, 22 საათსა და 22 წუთზე მზის სრული დაბნელება მოხდება. ,,ნასას" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება იქნება. მთვარე ამ დღეს მზის დისკოს საათნახევრის განმავლობაში დაფარავს.

მზის სრული დაბნელება 2 წუთი გაგრძელდება ამერიკის 14 შტატში.  იშვიათი მოვლენის ნაწილობრივ დაფიქსირება ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. მთვარის მიერ მზის დისკოს ნაწილობრივ დაფარვის  მომსწრეები დასავლეთ ევროპის კონტინენტზე, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია გახდებიან. მზის დაბნელებას ნასა პირდაპირ ეთერში გადასცემს. მოვლენაზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვება სახიფათოა.

ამავე კატეგორიაში