რატომ ჩაიშალა პოეზიის ფესტივალი?

14 აგვისტო 2017, 00:00 2349 ნახვა

“ეროვნული ფონდის” მიერ ორგანიზებული პოეზიის ფესტივალის, დასკვნითი ეტაპი - დაჯილდოვების ცერემონია დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში 19 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

კონკურსში მონაწილეობისთვის ავტორებმა მთელი ქვეყნიდან ლექსები ივლისში გააგზავნეს, დღეს კი ათი საუკეთესო უნდა დაეჯილდოვებინათ. ამ დროისთვის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები და ორგანიზატორები სასტუმრო “ინტურისტში” იმყოფებიან. რატომ არ შედგა ღონისძიება – ეროვნული ფონდის წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი