“შუქურას” ლეგიონერმა ფიფა - ს წესები დაარღვია

14 აგვისტო 2017, 00:00 2562 ნახვა

ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში ბრაზილიელი ფელიპე ნუნიეში აღარ ითამაშებს. ფეხბურთელმა ფიფა -ს წესები დაარღვია. ირკვევა, რომ მან წელს „ბოტაფოგოსა“ და „გრემიოში“ ითამაშა, რის შემდეგაც წელს უკვე მესამე კლუბში - „შუქურაში“ ჩაირიცხა. ფიფა - ს წესის მიხედვით კი  ერთ საფეხბურთო სეზონში ფეხბურთელს მხოლოდ 2 კლუბში თამაში შეუძლია.

ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბს  მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება, ის კლუბს უკვე დაემშვიდობა და სამშობლოში გაემგზავრა. “შუქურას” ხელმძღვანელის რევაზ ჩელებაძის განცხადებით, მაშინ როცა ფეხბურთელი კლუბში მიიღეს, მას დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, რაც მისი თქმით,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ფიფამ შეამოწმა კიდეც. თუმცა ჩელებაძის განცხადებით, მოგვიანებით როცა  ე.წ -ლი საფეხბურთო პასპორტი მიიღეს ბრაზილიიდან, მაშინ აღმოაჩინეს, რომ ,,შუქურა” ფეხბურთელ ფელიპე ნუნიეშისთვის მესამე კლუბი იყო.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში