“შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის”- ფლეშ-მობი

11 აგვისტო 2017, 00:00 2614 ნახვა

„შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას აგრძელებს.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, წარწერებით „ისარგებლეზებრა-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. ფლეშმობის ფარგლებში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით კამპანიაში ჩართვა. აქცია-პერფორმანსის მიზანი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა. 

ამავე კატეგორიაში