მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

09 აგვისტო 2017, 00:00 2197 ნახვა

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში 5 ერთეული სახანძრო ტექნიკა, 30-მდე მეხანძრე მაშველი პრევენციის მიზნით დარჩენილი კერების ჩასაქრობად ღონისძიებებს ატარებდნენ. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით, ხანძარი გუშინ ღამით ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მთაწმინდის ფერდობისკენ  გავრცელდა. ხანძარი ძნელად მისადგომ ადგილზე, ბალახებსა და ხეებს გაუჩნდა. გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო.  მეხანძრე - მაშველები ხუთ საათზე მეტ ხანს აქრობდნენ ცეცხლს. ადგილზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი