მკვლელობა სამებაში

06 აგვისტო 2017, 00:00 27570 ნახვა

გვიან ღამით  მკვლელობა მოხდა ხელვაჩაურის სოფელ: ზედა სამებაში. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე  34 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ინციდენტის დროს, შემთხვევის ადგილას კიდევ რამდენიმე  პირი იმყოფებოდა.

მათი ინფორმაციით ნათესავმა დაშავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სცადა, თუმცა  ის გზაში გარდაიცვალა. როგორც მეზობლები ამბობენ, სავარაუდო ბრალდებულს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილი. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი