სპორტი მთავარში

04 აგვისტო 2017, 00:00 2349 ნახვა

ლიტვის ქალაქ კლაიპედაში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველ მატჩში  ლატვიის ნაკრები ანგარიშით 73-69 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში ჩვენს ნაკრებს გიორგი შერმადინმა და თორნიკე შენგელიამ ულიდერეს. შერმადინმა 20 ქულა ჩააგდო შენგელიამ კი 14. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო წუთები,  თუმცა საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაწოლას გაუძლო და საბოლოო ჯამში ფინალში გააღწია სადაც მისი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. მეორე  ნახევარფინალში ერთმანეთს ლიტვისა და პოლონეთის ნაკრებები ხვდებიან. ფინალური მატჩი ხვალ გაიმართება. ისრაელში ევრობასკეტზე გამგზავრებამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის მერიის თასზე ჩეხეთს 11-13 აგვისტოს შეხვდება შემდეგ კი საბერძნეთში აკროპოლისის თასზე იასპარეზებს. უკვე 31 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის პირველ მატჩში ლიტვის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

დღეს ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა გზაზე გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ყარაბაღი - კოპენჰაგენი აპოელი - სლავია ოლიმპიაკოსი - რიეკა, სელტიკი - ასტანა და ჰაპოელ ბეერ -შევა - მარიბორი. რაც შეეხება ლიგის გზას: ბაშაქშეჰირი - სევილია იანგ ბოიზი - მოსკოვის ცსკა, ნაპოლი - ნიცა, ჰოფენჰაიმი - ლივერპული და სპორტინგი - სტიაუა. პლეი ოფის მატჩები 15?16 აგვისტოს და საპასუხო შეხვედრები 22/23 აგვისტოს გაიმართება.დღეს ასევე გაირკვა წყვილები ევროპის ლიგის პლეი-ოფში. ქართული გუნდები ტურნირის ამ ეტაპს არ შემორჩნენ თუმცა რამდენიმე ქართველი ლეგიონერი განაგრძობს ასპარეზობას: ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარი ცრვენა ზვეზდას შეხვდება, ბორისოვის ბატე სადაც ვაკო გვილია თამაშობს უკრაინულ ოლეკსანდრიას დაუპირისპირდება და ჯაბა ჯიღაურის ვარდარი ფენერბახჩესთან გაარკვევს ურთიერთობას. ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩები 17 და 24 აგვისტოს გაიმართება, სადაც პლეიოფის ეტაპის გადამლახველ 22 გუნდს, ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილი 10 გუნდი შეურთდება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 25 აგვისტოს მონაკოში ჩატარდება.

ბრაზილიელი ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია - დასრულდა ერთთვიანი სატრანსფერო საგა მისი მონაწილეობით და პარისნეჟერმენმა დღეს 25 წლის თავდამსხმელი ოფიციალურად წარადგინა. პარკ დე ფრენსზე კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა ნეიმარს 10 ნომრიანი მაისური გადასცა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით ნეიმარი გაცილებით მეტი ღირს ვიდრე მასში გადაიხადეს და ის დარწმუნებულია რომ ბრაზილიელის დახმარებით პარიზული კლუბი იმაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს ვიდრე მასში გადაიხადეს. თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა რომ მისი პსჟ-ში გადასვლის მთავარი მოტივაცია ფული არ ყოფილა და ძალიან წყინს რომ ბარსას ფანები ასე ფიქრობენ.  შეგახსნებთ რომ ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს სანტოსიდან 88 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კატალონიელებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. რამდენიმე დღის წინ პარისენჟერმენმა მისი ტრანსფერი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ფეხბურთელის ანაზღაურება წელიწადში 30 მილიონი ევრო იქნება.

ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანზე დღეს სტარტი აიღო ფრენბურთში თემურ ზაქარაძის სახელობის ტურნირმა.  შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში რვა გუნდი მონაწილეობს. გათამაშება წელს პირველად ვეტერანი სპორტსმენის მეგობრების მონაწილეობით და დახმარებით ტარდება.  გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და თემურ ზაქარაძის სახელობის თასი გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ თემურ ზაქარაძე აჭარის ფრენბურთის ნაკრების წევრი იყო და ორი წლის წინ ბულვარის ქვიშის მოედანზე ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

შუახევის სასპორტო სკოლაში დღეს ქართულ ჭიდაობაში 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის დროს, შუახევის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაღუპული ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. გათამაშება ოლიმპიური სისტემით ორ ასაკობრივ ჯგუფში  ჩატარდა. შეჯიბრში სულ 34 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები თასებით მედლებითა და სიგელით დაჯილდოვდნენ.

ამავე კატეგორიაში