აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პენსმა ჩვენი ქვეყანა უკვე დატოვა. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. სიტყვით მიმართა სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სამხედროებს. შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრთან და მეუღლესთან ერთად დაათვალიერა სიონის საკათედრო ტაძარი.
მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს სხვადასხვა შეხვედრაზე რამდენჯერმე ახსენა, რომ ის საქართველოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით იმყოფებოდა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაიკ პენსის თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია გმობს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს და მოუწოდებს , რომ შეწყვიტოს დესტაბილიზაცია.