''ელ კლასიკო'' მაიამიზე

30 ივლისი 2017, 00:00 33650 ნახვა

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "ელ კლასიკო" გაიმართა. მაიამიში "Hard Rock Stadium"-ზე მადრიდის "რეალი" დაძაბულ თამაშში 2:3 "ბარსელონასთან" დამარცხდა.

თამაშის მე-3 და მე-7 წუთებზე მესიმ და რაკიტიჩმა გაიტანეს. მადრიდელებაც არ დააყოვნეს და მე-14 წუთზე კოვაჩიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, 36-ე წუთზე კი ასენსიომ გაათანაბრა ანგარიში. პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში 50-ე წუთზე პიკემ გაიტანა და 2:3 ბარსელონა დაწინაურდა. თამაშის მიმდინარეობისას ტერიტორიულ უპირატესობას "კატალონიელები" ფლობდნენ.

გუნდებმა ძირითადი შემადგენლობებით ითამაშეს. "ბლანკოსებს" მხოლოდ რონალდო არ ჰყავდათ. გრანდებმა 10-10 შეცვლა გამოიყენეს.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში