ომალო, ზემო და ქვემო დიკლო, შენაქო, ჯვარბოსელი, ხახაბო, გომეწრის ხეობა და ბოჭორნა - თუშეთის სოფლების მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. პროექტს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია თუშეთის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს.
ფოტო: Konstantin Stalinsky გომეწრის ხეობა
თუშეთის ინტერნეტიზაცია დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა, რომელმაც 40 ათასი დოლარი გამოყო. საერთო ჯამში თუშეთის ოცამდე სოფელში იგეგმება ინტერნეტის ჩართვა.
ფოტო: Konstantin Stalinsky ინტერნეტის გადამცემი ანძა. გომეწრის ხეობა ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში.