უკრაინის პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას რომ საქართველოში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავებაზე სასამართლოდან ნებართვა მიიღო. მიმდინარეობს გამოძიება, ჩერნოვეცკის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ექსტრადირების მოთხოვნით, უკრაინის პროკურატურას საქართველოსთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა როგორც პროკურატურაში ამბობენ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის ლეონიდ ჩერნოვეცკის, ექსტრადირება კონსტიტუციით დაუშვებელია.