მედიკოსთა რეკომენდაცია

26 ივლისი 2017, 00:00 4531 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწიოს. ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების  ინფორმაციით, მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 - 28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 - 29 ივლისს დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის სვეტა ნიორაძის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული აჭარაში 2000 წელს დაფიქსირდა. 30 ივლისს ქობულეთსა და ხულოში ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია. უწყების არქივში ასევე  მოიპოვება მასალა, სადაც მითითებულია, რომ 1949 წლის 18 აგვისტოს ქედაში 46 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. 

ბათუმში დღეს მზის დაკვრის შემთხვევა დაფიქსირდა. საავადმყოფოში ერთი პაციენტია მოთავსებული. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში