ვისთვის ობიექტური და ვისთვის სუბიექტური მოწმეები – ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ტარას შავშიშვილი, ასევე დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ტარას შავშიშვილი იყო ბოლო, ვინც დეკანოზს კონსპირაციულად, აეროპორტში წასვლამდე შეხვდა და ნივთები გადასცა.