პოლიციელის საქმეში პროკურატურამ  6  პირი დაზარალებულად ცნო

25 ივლისი 2017, 00:00 3204 ნახვა

არჩილ დევრიშაძეს ბრალი წარუდგინეს. ხვალ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში მოსამართლე ქობულეთის პოლიციის თანამშრომელს. დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

იგი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული. პარალელურად საქმეზე პროკურატურამ 6 პირი ცნო დაზარალებულად.

 21 ივლისს როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეებმა უთხრეს, რუსთაველის ქუჩაზე გაჩერდა მანქანა, რომელსაც მართავდა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იარაღიდან გაისროლა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი