დელფინების გამორიყვის გახშირებული შემთხვევები

25 ივლისი 2017, 00:00 3450 ნახვა

მიმდინარე წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 67 ფაქტი დაფიქსირდა. სანაპიროზე მკვდარი დელფინი ზღვამ დღესაც გამორიყა.

 სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ძუძუმწოვრებს არ შეეხონ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ლაბორატორიებთან, დელფინთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად. სანაპირო ზოლში დელფინთა გამორიყვის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე 153. არსებული მონაცემებით, 2011 წელს მკვდარი დელფინების გამორიყვის 111 შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს - 173, ხოლო 2016 წელს - 77 შემთხვევა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი